გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
N1
მასწავლებლის
სახელი, გვარი, პირადი ნომერი: მადონა ფარცხალაძე
საგანი:
ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი:
საბაზო/VIII კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა:
12
გაკვეთილის თემა:
ხანძარი გაჩნდა მცხობელთან
გაკვეთილის მიზანი:
·
ნაცნობ
სიტყვებზე დაყრდნობით მოსწავლეები ამოიცნობენ ტექსტის შინაარსს და მოიძიებენ ტექსტში
კონკრეტულ ინფორმაციას.
·
მოსწავლეები
მოსმენილ მცირე ზომის ტექსტში იპოვიან შეცდომებს
·
შესავსები
ტექსტის გამოყენებით წარსული განუსაზღვრელი დროის განმტკიცება.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი ასახელებს
სიტყვას თავალსაჩინოების გამოყენებით და მოსწავლეებს მიმართავს შემდეგი კითხვით.
რა ასოციაციას იწვევს თქვენში ეს სიტყვა?
(The great
fire).მოსწავლეები ასახელებენ სიტყვებს. მასწავლებელი მოსწავლეებს
პროექტორის დახმარებით აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკებს
და აკრავს მათ თვალსაჩინო ადგილზე. (აქტივობების ინსტრუქცია თანმიმდევრულად ჩნდება
ეკრანზე).
|
ასოციაციური კავშირების რუკა,
პრეზენტაცია.
|
საერთო საკლასო
|
პროექტორი
თვალსაჩინოება
|
|
2
|
წინარე ცოდნის
გასააქტიურებლად მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფაზლებს და სთხოვს ინდივიდუალურად
გაეცნონ მას და მოძებნონ მასში სიტყვები რომლებიც ეხება ხანძრის თემას. დავალების
შესრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას.
|
ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა
|
ინდივიდუალური
|
ინტერნეტრესურსი
https://www.tes.com/teaching-resource/health-and-safety-resource-activities-6122080
|
|
3
|
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს
ტექსტს, რომელშიც საუბარია ლონდონის დიდი ხანძრის შესახებ. მასწავლებელი სთხოვს
მოსწავლეებს ინდივიდუალურად გაეცნონ ტექსტს და შემდეგ მონიშნონ ტექსტის
ბოლოს მოცემულ სავარჯიშოში სწორი და მცდარი პასუხები ტექსტის მიხედვით. პასუხებს
მოსწავლეები შეაჯერებენ ჯგუფებში და ჯგუფის
მიერ არჩეული ლიდერი აკეთებს პრეზენტაციას. ჯგუფების მუშაობას აკვირდება მასწავლებელი
და ინიშნავს ინფორმაციებს წინასწარ შედგენილ ცხრილში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ
მასწავლებელი ეკრანზე გამოიტანს სწორ პასუხებს. აქტივობას აჯამებს მასწავლებელი და
მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
|
ტექსტზე მუშაობა
პრეზენტაცია
|
ინდივიდუალური
ჯგუფური
|
|
|
4
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ესუბრება წარსული განუსაზღვრელი დროის შესახებ
და აკავშირებს წარსულ განუსაზღვრელ დროს გაკვეთილის თემასთან.
|
მინი ლექცია
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
თვალსაჩონება
|
|
5
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მცირე ზომის ტექსტებს და სთხოვს მათ
ინდივიდუალურად გაეცნონ ტექსტს და მოცემული ზმნები ჩასვან წარსულ განუსაზღვრელ დროში,
შემდეგ პასუხები შეაჯერონ ჯგუფებში. შესრულებული დავალების პრეზენტაციას აკეთებს
ჯგუფის მიერ შერჩეული ლიდერი. პრეზენტაციას შეავსებენ სხვა ჯგუფები განსხვავებული
აზრის არსებობის შემთხვევაში. ჯგუფების მუშაობას
აკვირდება მასწავლებელი და ინიშნავს ინფორმაციებს წინასწარ შედგენილ ცხრილში. დავალების
სწორ პასუხებს მასწავლებელი აჩვენებს ეკრანზე,აქტივობას აჯამებს და მოსწავლეებს აძლევს
განმავითარებელ შეფასებას.
|
ტექსტზე მუშაობა
პრეზენტაცია
|
ინდივიდუალური
ჯგუფური
|
ინტერნეტრესურსი
https://www.perfect-english-grammar.com/
|
|
6
|
მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს ჩანაწერს, სადაც საუბარია ვოლტ
დისნეის ცხოვრებასა და დისნეილენდის შექმნაზე.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ტექსტის ორჯერ მოსმენის შემდეგ ტექსტში
იპოვონ 5 შეცდომა. პასუხებს მოსწავლეები ინიშნავენ ინდივიდუალურად.შესრულებულ დავალებას
მასწავლებელი გამოიკითხავს შეკითხვების საშუალებით.
|
მოსასმენი დავალება
|
ინდივიდუალური
|
A2-B1 დონის
სასწავლო სახელმძღვანელო
(New
Inspiration 2)
აუდიო ჩანაწერი
|
|
7
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას. დაწერეთ საგაზეთო
სტატია და აღწერეთ ლონდონის დიდი ხანძარი. სტატია დაასათაურეთ თავად.(გამოიყენეთ
გაკვეთილზე დამუშავებულ ტექსტში მოცემული ლექსიკური ერთეულები).
|
საგაზეთო სტატიის შედგენა
|
მთელი კლასი
|
გაკვეთილზე დამუშავებული ტექსტი
|
|
8
|
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, მოსწავლეებს ახსენებს შეფასების რუბრიკებს
და აფასებს მათ. ამის შემდეგ მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს შეაფასონ საკუთარი თავი
და ურიგებს მათ „გასასვლელ ბილეთებს“
|
განმავითარებელი შეფასება, თვითშეფასება
|
ინდივიდუალური
|
ფერადი ფურცლები
|
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ü მოსწავლეები
გაეცნენ ტექსტს და მოიძიეს მასში კონკრეტული ინფორმაცია
ü მოსწავლეებმა
მოსმენილ ტექსტში იპოვეს შეცდომები
ü მოსწავლეებმა
განამტკიცეს წარსული განუსაზღვრელი დროის გამოყენება.
უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია
წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).
·
აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა სახის
ინფორმაციას და გამოაქვს დასკვნა;
უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
·
ამბების/ფაქტების გადმოცემისას იყენებს შესაბამისი ზმნის ფორმებს აწმყო, წარსული
და მომავალი დროის გამოსახატად;
უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა).
შეფასება: განმავითარებელი, თვითშეფასება. მოსწავლეები
თვითშეფასებას გააკეთებენ „გასასვლელი ბილეთები“-ს საშუალებით
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან
კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
დაბალი
|
საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა
|
სრულად არის ჩართული საგაკვეთილო
პროცესში, ასრულებს ყველა სამუშაოს
|
ძირითადად ჩართულია სამუშაო პროცესში,
თითქმის ყველა სამუშაოს ასრულებს
|
ზოგჯერ ერთვება სამუშაო პროცესში,
სამუშაოს მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს
|
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში,
არ ასრულებს არცერთ სამუშაოს
|
ინფორმაციის
მოძიება და სწორად გამოყენება
|
სრულყოფილად მოიძიებს ტექსტში მისთვის
საჭირო ინფორმაციას და სწორად იყენებს მას
|
ნაწილობრივ მოიძიებს ტექსტში მისთვის
საჭირო ინფორმაციას და იყენებს მას მიზნობრივად
|
უჭირს ტექსტში საჭირო ინფორმაციის
მოძიება და მისი გამოყენება მიზნობრივად
|
ვერ იძიებს ტექსტში საჭირო ინფორმაციას
|
თანამშრომლობა
ჯგუფში მუშაობისას
|
ყოველლთვის თანამშრომლობს თანატოლებთან
ჯგუფში მუშაობია დროს
|
ხშირად თანამშრომლობს თანატოლებთან
ჯგუფში მუშაობის დროს
|
ზოგჯერ თანამშრომლობს თანატოლებთან
ჯგუფში მუშაობის დროს
|
არ თანამშრომლობს თანატოლებთან
ჯგუფში მუშაობის დროს
|
ხელმოწერა:
თარიღი:
Comments
Post a Comment